11:18 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 13:29:35, 2352 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 15 კი, მძიმედ დაშავდა

ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში ავტომობილის აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

როგორც დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო Amaq-ი წერს, ალ-აბეიდის რაიონში ტერორისტებმა მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. მათი სამიზნე შიიტი მუსლიმების ჯგუფი იყო.

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბაღდადში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა, მათი უმრავლესობა "ისლამური სახელმწიფოს" მიერაა ორგანიზებული. ტერაქტებს სულ 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყში ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა, რომლებსაც 2014 წლიდან აკონტროლებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყალბი ცნობით 20 600 კგ დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარებას ცდილობდნენ – საგამოძიებო
შელაპარკებისას პირმა უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრა - იგი დააკავეს
მაკრონი - უკრაინის დაბომბვები ბარბაროსული ხასიათისაა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics