|
2017-01-05 12:55:11, 2212 ნახვა
სამართალი
პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პარლამენტის ყოფილი წევრის ნოდარ მოდებაძის განზრახ მკვლელობაში ავთანდილ ზაალიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნოდარ მოდებაძეს და ავთანდილ ზაალიშვილს თელავის რაიონის სოფელ აკურას მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ ხმელიანის ადგილებში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ნოდარ მოდებაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ავთანდილ ზაალიშვილს. აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ავთანდილ ზაალიშვილმა დატოვა შემთხვევის ადგილი და შურისძიების მოტივით ნოდარ მოდებაძის მკვლელობა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავთანდილ ზაალიშვილი იმავე დღეს, ე.წ ხმელიანის ადგილებში სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა, ნოდარ მოდებაძეს მუცლის არეში ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნოდარ მოდებაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ავთანდილ ზაალიშვილი 9 აგვისტოს სოფელ აკურაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ავთანდილ ზაალიშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)