|
2015-03-27 09:58:54, 1298 ნახვა
სამართალი
თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე, იტალიაში თამარ კობერიძე და იოსებ მეზვრიშვილი დააკავეს
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 1982 წელს დაბადებული თამარ კობერიძე და 1967 წელს დაბადებული იოსებ მეზვრიშვილი 2015 წლის 10 მარტს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდნენ. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლის მიერ ინტერპოლის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა თამარ კობერიძის და იოსებ მეზვრიშვილის ლოკალიზების და დაკავების მიზნით. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პიროვნებები იტალიაში იმყოფებოდნენ. თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე, იტალიაში, ქალაქ რობერბელაში დაკავებულ იქნენ თამარ კობერიძე და იოსებ მეზვრიშვილი. "2013 წელს თამარ კობერიძემ, იოსებ მეზვრიშვილთან ერთად, იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით დააფუძნა შპს „იტალავტო“. კომპანიის დამფუძნებლები თაღლითური განზრახვით კლიენტებს სთავაზობდნენ შემცირებულ ფასებს, მოსალაპარაკებლად იყენებდნენ კომერციულად მოსახერხებელ საშუალებას და მეტი სანდოობისთვის SKYPE-ის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისათვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე თამარ კობერიძემ და მისმა თანამზრახველმა იოსებ მეზვრიშვილმა გააფორმეს საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება 21 კლიენტთან და თაღლითურად მიითვისეს დაახლოებით 180 000 ევროს ოდენობის თანხა, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი",-განმარტავენ შსს-ში. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)