|
2016-12-29 13:04:12, 2570 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი კიბერთავდასხმების გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიბერთავდასხმების გამო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ CNN იუწყება. ტრამპის თქმით, აშშ-მა უნდადაივიწყოს რუსეთის მხრიდან ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებით პრეტენზიები და წინსვლა გააგრძელოს. “ვფიქრობ, ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. მიმაჩნია, რომ კომპიუტერებმა სერიოზულად გაგვირთულეს ცხოვრება”, - განაცხადა დონალდ ტრამმა ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, საჭიროა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება აშშ-ის არჩევნებში მისი შესაძლო ჩარევის გამო. როგორც მედია საშუალება წერს, 29 დეკემბერს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადებს. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სანქციების დაწესებას კრემლი შესაბამისად უპასუხებს. აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხროციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)