|
2016-12-22 10:50:04, 2068 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: რუსეთის ელჩის მკვლელი ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მკვლელი გიულენის ქსელის ნაწილი იყო. “აზრი არ აქვს დამალვას, რომ ის გიულენის ქსელის ნაწილი იყო. მისი კავშირები ამაზე მიუთითებს”, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ასევე კავშირები ჰქონდა საზღვარგარეთ, თუმცა ერდოღანს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე შეიარაღებულმა კოალიციამ “ჯეიშ ალ-ფათჰმა” აიღო, რომელშიც დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტი” შედის. თუმცა ორივე დაჯგუფების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. “ალ-ნუსრას ფრონტის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. რუსეთის ელჩის მკვლელობას თურქული სამთავრობო მედიასაშუალებები ფეთჰულა გიულენს უკავშირებენ. თავად გიულენი კარლოვზე თავდასხმასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს და ელჩის მკვლელობას გმობს. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!" რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.
გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
პაპუაშვილი - კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით ევროპა გიმაგრებს
რუბიო ფერფორდის საჰაერო ძალების ბაზაზე მომხდარ ინციდენტში „უცხო ქვეყნის ჩართულობაზე“ საუბრობს
ირანი ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)