|
2016-12-21 14:14:10, 2231 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
დავით თარხან-მოურავი მთავრობას მიმართავს, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად სპეციალური კომისია შექმნას
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი მთავრობას მიმართავს, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად სპეციალური სახელმწიფო კომისია შექმნას, რომელიც მაქსიმუმ, ერთ თვეში დადებს ეფექტურ გეგმას. როგორც დავით თარხან-მოურავმა "პატრიოტთა ალიანსის" ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა, ეკონომიკური ვარდნა მომავალ წელს დაახლოებით 8% იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ "ადამიანებისთვის ცხოვრება ძალიან გაძვირდება და გაჭირდება". " ბრუნვაში ლართან ერთად თანასწორად შემოტანილი უნდა იყოს დოლარი და ევრო. ამ სამ ვალუტაში უნდა განხორციელდეს ვაჭრობა როგორც ჩვეულებრივ მაღაზიებში, ასევე ყველა მიმართულებით. მსგავსი პრაქტიკა აქვს სხვადასხვა ქვეყანას და მათ შორის მეზობელ თურქეთს. 2. საბანკო განაკვეთები სერიოზულად უნდა შემცირდეს და ის არ უნდა იყოს 4%-ზე მეტი. 3 სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასები უნდა იყოს 10-15% ნაკლები ვიდრე კომერციულ ორგანიზაციებში. 4 უნდა შემცირდეს საჯარო სამსახურებში დასაქმებული 50 ათასამდე შტატი გარდა თავდაცვის სფეროში არსებული შტატებისა. 5 წვრილ და საშუალო ბიზნესს უნდა დაუდგინდეს ფიქსირებული გასახადი. ფინანსური ამნისტიის გამოცხადებაა აუცილებელი რათა ეკონომიკას მიეცეს ბიძგი. აქციზის გადასახადის გაზრდა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს დაარტყამს რიგითი ადამიანების ჯიბეს. 6 საგარეო ვალის მომსახურება უნდა შეჩერდეს დროებით უახლოესი 4-5 წლით", - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა. თარხან-მოურავმა დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ იმუშავებს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, მოხდება "ეკონომიკური ვარდნა" და "სოციალური აფეთქება", რაც პოლიტიკურ პროცესებში გადაიზრდება.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)