|
2016-12-21 09:32:22, 1971 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ა.ტ. მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს 199 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ 2400 ლარად მიჰყიდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 10 აბი „ექსტაზი“ და 3 აბი „მდმა“ ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და 40 აბი „ექსტაზი“. საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 252 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)