|
2016-12-16 19:27:59, 2538 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძებუდაპეშტშიუნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მდივან იშტვან ლეპშენს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის - ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის სფეროებში. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)მიმართულებით. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება საქართველოს კიდევ უფრო საინტერესოსდა მიმზიდველს გახდის უნგრული ბიზნესისთვის. ამასთან,მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებზე. გენადი არველაძემ და იშტვან ლეპშენმა ყურადღება გაამხვილესტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ დადებით ტენდენციებზე, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების ამოქმედებამმნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს უნგრეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 76 %-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით კი, ამ მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22 %-ით მოიმატა. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიესალმა უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებას საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებისადა ახალი მიმართულებების დამატების შესახებ. გენადი არველაძის განაცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებში. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეკონომიკური ზრდის, კერძოდ, ტურიზმის განვითარების მიმართულებით. (NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)