|
2016-12-16 15:42:20, 1993 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის გამკაცრების მიზეზებს განმარტავს
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება, იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების გაზრდილმა სტატისტიკამ განაპირობა. ხუციშვილის ინფორმაციით, შსს-მ კანონის გამკაცრებაზე მთავრობას წინადადებით მიმართ. “მთავრობამ გაიზიარა ჩვენი პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც სტატისტიკამ აჩვენა გაზრდილია მაჩვენებელი იარაღის უკანონოდ შენახვა ტარების შესახებ. ბოლო 5 წელს რომ დავაკვირდეთ, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას არ გვაძლევს იმდენ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მართალია ძალიან მონდომებულები ვართ და კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება მეტი პრევენცია და სწორედ ამიტომ მივმართეთ პრევენციით”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. ცნობისთვის, ცვლილებები შედის ”სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა. წარმოდგენილი კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა - სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)