|
2016-12-09 10:48:13, 2224 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესმენთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია მოითხოვს, რომ მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაუბრუნონ ფედერაციას შენობა, რომელიც მათ მიერ ამჟამად არის დაკავებული და ამ მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. „ამ მოთხოვნის და დავის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოებები: 2008 წელს, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის - ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ვანო ჩხარტიშვილმა ბიზნესმენთა ფედარაციას შესთავაზა ფედერაციის კუთვნილი შენობის დანგრევა და ახლის აშენება, შესაბამისი ფართის გადაცემი პირობით ახალ შენობაში . 2016 წლის დასაწყისში როდესაც ფედერაციის ახალმა მმართველობამ მოითხოვა ვანო ჩხარტიშვილის კომპანიისაგან ხელშეკრულების პირობების შესრულება აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების დადებიდან 8 წლის შემდეგ ვანო ჩხარტიშვილი არა თუ არ აპირებს სახელშეკრულებო პირობის შესრულებას, არამედ ხანდაზმულობის ვადაზე აპელირებით, უარს ამბობს შენობის უკან დაბრუნებაზეც . ზემოთთქმულიდან გამომდინარე და იმის გამო რომ ხელშეკრულების დადებიდან 8 წლის შემდეგაც ხელშეკრულების პირობები შეუსრულებელები დარჩა, ფედერაცია გამოდის ხელშეკრულებიდან და ითხოვს შენობის უკან დაბრუნებას, სადაც ვანო ჩხარტიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები მთელი ეს პერიოდი იმყოფებიან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სასამართლო დავის პერიოდში ვანო ჩხარტიშვილი აპირებს შენობის გასხვისებას. ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვითხოვთ ფედერაციის საკუთრების უფლების აღდგენას ზემოთხსენებულ შენობაზე რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში , გერგეთის ქ.3 -ში და აქედან გამომდინარე: მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, განსაკუთრებით ბატონ ალექსანდრე მაშკევიჩს, რომლის ოფისიც ამჟამად იმყოფება ფედერაციის შენობაში, არ შეიძინონ ეს შენობა სასამართლო დავის დასრულებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში. (NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)