|
2016-12-08 12:13:17, 2166 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს განვადების ლიმიტის წინასწარ გადამოწმების სერვისს სთავაზობს
„ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს განვადების სწრაფად და კომფორტულად მისაღებად ახალ მომსახურებას სთავაზობს. გადატვირთული გრაფიკისა და მაღაზიებში არსებული რიგების გამო მომხმარებელს აღარ მოუწევს განვადების მენეჯერთან ზედმეტი დროის დახარჯვა. ლიბერთი ბანკის 100-მდე პარტნიორ მაღაზიაში განთავსებულია განვადების სტენდი. მომხმარებელს შეუძლია 10 წამში მიიღოს ინფორმაცია განვადების დამტკიცებული ლიმიტის შესახებ და თავისუფლად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი ლიბერთი ბანკის პარტნიორ მაღაზიაში. ამისთვის საკმარისია მომხმარებელმა განვადების სტენდზე მოთავსებულ ეკრანზე შეიყვანოს პირადი ინფორმაცია, რის შემდეგაც მომხმარებელი პასუხს ეკრანზე 10 წამის განმავლობაში მიიღებს. ამასთანავე, დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საახალწლო ფასდაკლებულ პროდუქციაზეც. გარდა ამისა, მომხმარებელს მაღაზიაში მისვლამდეც შეუძლია მიიღოს ინფორმაცია დამტკიცებული ლიმიტის შესახებ. ამისთვის საკმარისია პირადი მონაცემები შეყვანა ვებ გვერდზე http://www.oneloan.ge/ganvadeba/ დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ პარტნიორ მაღაზიაში. ამჟამად, ლიბერთი ბანკის განვადებით სარგებლობა შესაძლებელია 2,500-ზე მეტ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, ხოლო თუ არსებულ ობიექტში ლიბერთი ბანკის განვადების მენეჯერი წარმოდგენილი არ არის, სესხის გაცემა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სავაჭრო ობიექტიდან წარდგენილი ინვოისის საფუძველზე. „განვადების ლიმიტის წინასწარ შემოწმება მოსახერხებელია ბევრი მომხმარებლისთვის, რომელთაც გადატვირთული გრაფიკის გამო არ შეუძლიათ ეწვიონ ბანკის წარმომადგენელს სავაჭრო ობიექტში ან ფილიალში. ამისთვის მათ საშუალება აქვთ წინასწარ გაიგონ თუ რა თანხის ფარგლებში შეძლებენ განვადებით სესხის აღებას. ლიბერთი ბანკი მუდმივად ზრუნავს ალტერნატიული არხების განვითარებაზე, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ლევან ასანიშვილმა, ლიბერთი ბანკის გარე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა.
(R)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)