|
2016-12-06 13:30:46, 2789 ნახვა
სამართალი
IDFI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. „IDFI-ის მიერ გასაჩივრებული (სადავო) ნორმები განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის, მათ შორის, საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოთხოვის წესს. სადავო რეგულირების თანახმად, პერსონალური მონაცემების შემცველ სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჯაროება დაუშვებელია, თუ განმცხადებელი პირდაპირ ან ირიბად შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია იმ პირებზე, ვის მიმართაც ეს გადაწყვეტილება არის გამოტანილი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო სხდომები არის საჯარო და შეიძლება დაიხუროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კონსტიტუციის ამ დათქმის საპირისპიროდ, სადავო ნორმები კრძალავენ პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლო გადაწყვეტილების გაცემას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაწყვეტილება საჯარო სხდომის შედეგად არის მიღებული. სადავო ნორმების თანახმად, გადაწყვეტილების გამჟღავნება დაუშვებელია მაშინაც, თუ პერსონალური მონაცემები უკავშირდება ყოფილი/ამჟამინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამასთან, სადავო ნორმები არც იმ შემთხვევებში ითვალისწინებენ პერსონალური მონაცემის შემცველი გადაწყვეტილების გასაჯაროების შესაძლებლობას, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება შეიცავს პერსონალურ მონაცემს, შეიძლება დავასკვნათ, რომ სადავო ნორმები ადგენენ სასამრთლო გადაწყვეტილებათა გაუცემლობის ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, დაინტერესებულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებზე. IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არამხოლოდ ინფორმაცია სასამართლოს პრაქტიკის განვითარების ზოგადი ტენდენციების შესახებ, არამედ მოსამართლის არგუმენტაციაც და გადაწყვეტილებებიც კონკრეტულ დავებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, IDFI ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის, ისევე, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)