|
2016-12-05 13:52:48, 2495 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს სირილ მიულერს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ქუმსიშვილს ფინანსთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეფორმების 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ამავე დროს, აღინიშნა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდება. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (დაახლოებით 800 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონების მოწყობა-განვითარება და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთან, აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მოძიება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მიმართულებით. თავის მხრივ, სირილ მიულერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების თაობაზე. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. მათ დადებითად შეაფასა ბანკის საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტებზე. (NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)