|
2016-12-02 13:45:51, 2004 ნახვა
ეკონომიკა
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.57-2.61 ლარი ღირს
საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.57-დან 2.61 ლარამდე მერყეობს. "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.61 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.51 ლარად. "თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.6090 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.5110 ლარად. „ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარი 2.6000 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.5000 ლარად შეგიძლიათ. ბანკ ”ქართუში” 1 დოლარის შეძენა 2.6100 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 2.5300 ლარად. „პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 2.6050 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.5250 ლარად არის შესაძლებელი. „ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 2.61 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 2.50 ლარად არის შესაძლებელი. „ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.6100 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვა 2.5000 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება „ფინკა ბანკს“, აქ 1 დოლარი 2.5700 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2.5300 ლარს მიიღებთ. ცნობისთვის,ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.5871 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5352 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0519 ლარი შეადგინა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)