|
2016-12-01 15:07:16, 2522 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა რუსეთის „ფარული გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ მოქალაქეებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე ფარული გავლენისგან დაცვის მიზნით, სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, დოკუმენტი 2017 წელს სადაზვერვო უწყებების დაფინანსებას ეხება და მას საიდუმლო დანართი აქვს, რომელშიც ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზეა საუბარი. კანონპროექტს წარმოამდგენელთა პალატის 390 წევრმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი 30 კანონმდებელი იყო. ამასთან, 93-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ "რუსეთი მედიის მანიპულირებას ახორციელებს და გავლენის აგენტებს აფინანსებს, ასევე ერებსა და მთავრობებზე ფარულ გავლენას ახორციელებს". სპეციალურ სტრუქტურას დაევალება, რუსეთის ფარული გავლენის პოლიტიკას, მათ შორის დეზინფორმაციის, გავლენის აგენტების, რუსეთის უსაფრთხოების ძალებისა და პოლიტიკური ელიტის მიერ ჩადენილი კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, ტერორიზმისა და მკვლელობების ფაქტების გამოვლენის გზით წინააღმდეგობა გაუწიოს. კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის დაზვერვაზე 2017 წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა. აშშ-ის სენატმა დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა განიხილოს, რის შემდეგაც ის ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)