|
2016-11-28 12:08:43, 1644 ნახვა
სამართალი
შოთაძე: უწყების გაუმჭვირვალობაზე საუბრები არასწორია
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, უწყების გაუმჭვირვალობაზე შეფასებები არასწორია, - ამის შესახებ ირაკლი შოთაძებ დღეს უწყების ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, არ არსებობს არც ერთი კითხვა, რომელზეც პროკურატურის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული. „ვფიქრობ, რომ არასწორია შეფასება უწყების გაუმჭვირვალობაზე. ამაზე მეტყველებს თუნდაც დღევანდელი დღე, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორი დამოუკოდებელი ორგანოს, საპროკურორო საბჭოს წინაშე და წარსდგება დეტალური ანგარიშით. შემდგომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება და სრულად ხელმისაწვდომი იქნება. თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობას, ფაქტობრივად არც ერთი კითხვა არ არარსებობს, რაზეც პრკურატურის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული. რაც შეეხება ჩემს ერთწლიან საქმიანობას, ჩემი მხრიდან ჩემი საქმიანობის შეფასებას გვერდს ავუვლი,ეს არის საზოგადოების შესაფასებელი. ერთი შემიძლია, ვთქვა - ჩემი პირველი დაპირება იყო, რომ ექვსი წლის შემდეგ ახალ მთავარ პროკურორს ჩავაბარებდი გაცილებით დამოუკიდებელ, განვითარებულ და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ პროკურატურას. ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ და თქვენ დარწმუნდებით ამაში“, - აღნიშნა შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)