|
2016-11-22 10:11:01, 1596 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ბოჭორიშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზვიად ბოჭორიშვილი განზრახ მკვლელობის ჩადენაში დამნაშავედ სცნო, -ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 ივნისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზვიად ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა მის ნაცნობ ნიკა ჭკადუას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. „ზვიად ბოჭორიშვილმა სიტუაციის გარკვევის მიზნით იმავე დღეს ნიკა ჭკადუა დაიბარა ქ.თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე განთავსებულ პარკში. შეხვედრისას ზვიად ბოჭორიშვილს და ნიკა ჭკადუას კვლავ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზვიად ბოჭორიშვილმა ნიკა ჭკადუას დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. ნიკა ჭკადუა მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზვიად ბოჭორიშვილი იმავე დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ბოჭორიშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)