01:17 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 10:03:46, 1767 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი: 1987 წელს დაბადებული რ.ბ. და 1987 წელს დაბადებული პ.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბერში გორში 5 ბინა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საოჯახო ტექნიკა, ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.

„ქურდობის შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის საერთო ოდენობამ 9020 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics