|
2016-11-10 14:32:58, 622 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი გაჯაპათ რაჯუ ეწვია
ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა გაჯაპათ რაჯუმ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით. უწყების ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ მათი გაღმავების უდიდესი პოტენციალი არსებობს. მისი ინფორმაციით, ინდოეთთან ორმხრივი ვაჭრობა იზრდება. კერძოდ, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან 27 პროცენტით გაიზარდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, 29 პროცენტით მოიმატა ინდოეთში ექსპორტის მაჩვენებელმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების მოღვაწეობა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი „ტატა ჯგუფზე“ გაკეთდა, რომლის ინვესტიციები აჭარაში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურს მშენებლობაში 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტსშეადგენს. ასევე დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. კერძოდ, 2016 წლის 10 თვეში, საქართველოში ინდოეთიდან 27,790 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 232 პროცენტით მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიური უწოდა თანამშრომლობის გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მისი განცხადებით, პირდაპირი ავიაფრენების დაწყება საქართველოსა და ინდოეთს შორის ხელს შეწუყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი დონის თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. (NS)
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)