|
2016-11-09 20:16:41, 1890 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პატრიარქმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პატრიარქმა კირილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, არჩევანი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა გააკეთა, ტრამპის მიმართ გამოცხადებული დიდი ნდობის მაჩვენებელია. "ის, რომ ხალხმა აგირჩიათ, ეს მათი დიდი ნდობის მაჩვენებელია. მათ სჯერათ, რომ ქვეყანა მეტად განვითარდება, მათ შორის საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა დიდი გამოცდილების მქონე ადამიანად ჩამოგაყალიბათ, რაც ბევრი საკითხის გადაჭრაში, ასევე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების მოგვარებაში დაგეხმარებათ", - მიმართა რუსეთის პატრიარქმა კირილემ დონალდ ტრამპს. მანვე დასძინა, რომ თანამედროვე მსოფლიო ბევრი სერიოზული პრობლემის წინაშეა, მათ შორის ტეროზმის გაღვივების წინაშეც და ამას მხოლოდ ერთობლივი ძალებით გამკლავება დაამარცხებს. კირილემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ეკლესიები ხალხის სასარგებლოდ ტანამშრომლობას გააგრძელებენ. რუსეთის პატრიარქმა ტრამპს გამძლეობა, ღმერთის წყალობა და მომავალ საქმიანობებში წარმატება უსურვა. ამასთან, ტრამს გამარჯვება რომის კათოლიკურმა ეკლესიამაც მიულოცა. როგორც ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა აღნიშნა, ტრამპის მმართველობა "შესაძლოა ნაყოფიერი იყოს". "ჩვენ ვლოცულობთ, რომ ღმერთმა მისი გზა გაანათოს და ქვეყნის მსახურობაში დაეხმაროს. ამბობენ, რომ ერთი საქმეა იყო კანდიდატი, მეორე კი მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ბევრი ვალდებულება აკისრია. ვნახოთ, როგორ გაართმევს ის თავს", - განაცხადა კარდინალმა. გარდა ამისა, მანამდე რომის პაპმა ფრანცისკემ დონალდ ტრამპის ქრისტიანობაში ეჭვი შეიტანა, მას შემდეგ რაც "რესპუბლიკელების" კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ მექსიკასთან არსებულ საზღვარზე კედელს ააშენებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)