|
2016-11-07 17:03:32, 1723 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ზურაბ ფეიქრიშვილი განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო: „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში ზურაბ ფეიქრიშვილი და ვასილ ქამხაძე სტუმრად იმყოფებოდნენ თანასოფლელთან, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. მეორე დღეს, 24 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, კონფლიქტით განაწყენებული ზურაბ ფეიქრიშვილი მივიდა ვასილ ქამხაძის საცხოვრებელ სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ხელების ყელში წაჭერის გზით ვასილქამხაძე მოახრჩო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ზურაბ ფეიქრიშვილი იმავე დღეს ქ. კასპში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ფეიქრიშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში დასასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)