21:33 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 16:48:15, 837 ნახვა

საზოგადოება
უსინათლო ადამიანები ხმოვანი წიგნების მოსმენას სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ

უსინათლო ადამიანები ხმოვანი  წიგნების მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.

ელექტრონულმა წიგნების სახლმა „საბამ" ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია შექმნა, რომელიც უსინათლო ადამიანებისთვის სრულადაა ადაპტირებული. 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნი უკვე ყველა მსურველისთვის  ხელმისაწვდომია.   

„საბას" ხმოვანი წიგნების კატალოგი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, ისე - უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები მსახიობებისა და თავად ავტორების მიერაა გახმოვანებული.

თანამედროვე სტანდარტების ხმოვანი წიგნების მოსმენა აპლიკაცია „SABA READER-ის" საშუალებით ნებისმიერ სმარტფონსა და პლანშეტშია შესაძლებელი, ინტერნეტის გარეშე.ხმოვანი წიგნების მოსასმენად, საჭიროა saba.com.ge-ზე დარეგისტრირება და აპლიკაცია SABA Reader-ის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვა სმარტფონში/პლანშეტში. ხმოვანი წიგნები „საბას" კატალოგში სპეციალური პიქტოგრამითაა აღნიშნული.

ხმოვან წიგნს აქვს სარჩევი, საიდანაც შესაძლებელია სასურველი თავების გადმოწერა მოწყობილობაში, ან უკვე მოსმენილის წაშლა. თავების გადმოწერისას საჭიროა WiFi ინტერნეტი.

„საბას" ხმოვან წიგნს აქვს პაუზის, ჩანიშვნის, კითხვის ტემპის რეგულირების შესაძლებლობა. ხმოვანი წიგნების კატალოგი მოიცავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ე.წ. „ოქროს ფონდის" ჩანაწერებსაც. თანამედროვე ავტორების მიერ საკუთარი ნაწარმოებების ჩაწერაც  ეროვნული არქივის მიერ განხორციელდა, რომელიც ამ პროექტის პარტნიორია.

პროექტი ელექტრონული წიგნების სახლის „საბასა" და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.

ხმოვანი წიგნები  უსინათლო ადამიანებს  საჩუქრად გადაეცემათ.

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics