|
2016-11-04 14:22:39, 843 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დემირელის კოლეჯს ეწვივნენ
დემირელის სახელობის კოლეჯს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ. საპატიო სტუმრებმა რაიან კოენიგმა და მედიკო ქოჩორაძემ სკოლის ადმინისტრაციასთან საქმიანი შეხვედრა გამართეს, კოლეჯის ახალი შენობა დაათვალიერეს და პირადად გაეცნენ სასწავლო პროცესსა და სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ კოლეჯის მრავალწლიან ისტორიასა და წარმატებებს. სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს ნორჩმა გამომგონებლებმა რომლებმაც სტუმრებს საკუთარი გამოგონებები რობოტიკსის კლუბში წარუდგინეს. როგორც სკოლის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა აღნიშნა, კოლეჯისთვის დიდი პატივია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი. "გვიხარია, რომ სტუმრებმა მხარდაჭერა გამოხატეს და დაინტერესდნენ სკოლაში მიმდინარე პროცესებით. სტუმრები დიდი ინტერესით გაეცნენ ჩვენი სკოლის მიღწევებსა და მრავალწლიან გამოცდილებას. გვჯერა დიპლიმატიური კორპუსისა და ზოგადად საერთაშოსირო ორგანიზაციების მხარდაჭერა მხოლოდ სასიკეთო როლს შეასრულებს ჩვენი კოლეჯის შემდგომ წინსვლაში.“- განაცხადა შეხვედრის დასასრულს ნინო კავთიაშვილმა. შეხვედრის ბოლოს რაიან კოენიგმა საკუთარი შთაბეჭდილება კოლეჯის შთაბეჭდილებების წიგნშიც დატოვა და მასპინძლებს მომავალ ვიზიტამდე დაემშვიდობა. ცნობისთვის, დემირელის სახელობის კოლეჯი 23 წლის წინ დაფუძნდა. წლების განმავლობაში კოლეჯმა აღზარდა არაერთი წარმატებული მოსწავლე. სკოლის მიზანია აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, ანალიტიკურად მოაზროვნე, თავისუფალი, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, მოტივირებული და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე ახალგაზრდები, შეუქმნას მოსწავლეებს ყველა პირობა, რომ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენა და რეალიზება. დღესდღეობით კოლეჯში 7 სხვადასხვა ეროვნების, 500-მდე მოსწავლე იღებს განათლებას. მულტიკულტურული გარემო, რომელშიც კოლეჯის მოსწავლეები იზრდებიან ხელს უწყობს აღზარდოს დემოკრატიულ ფასეულობების მატარებელი მსოფლიო მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)