|
2016-11-04 13:06:43, 1594 ნახვა
სამართალი
მოსამართლე გუჯაბიძემ შესაძლოა ჩხარტიშვილის საქმის განმხილველი კოლეგია შეცვალოს
სააპელაციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და თიბისი ბანკ - ,,აგრიკომს” შორის მიმდინარე დავის მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ შესაძლოა საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ,,ვერსია” აქვეყნებს. სტატიაში ,,რატომ ითხოვს ვანო ჩხარტიშვილი სხვის კუთვნილ ქონებას?” მოთხრობილია დავის ისტორია და ის დარღვევები, რაც ამ საქმის განხილვას ახლავს თან. ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თიბისი ბანკსა და შპს „აგრიკომს“ უჩივის და ფოთის „წისქვილქარხნის“ იმ აქტივების დაბრუნებას ითხოვს, რაც თიბისი ბანკმა 2010 წელს აუქციონის წესით, კანონიერად გაასხვისა. ქონების გასხვისების მიზეზი ჩხარტიშვილის მიერ სასესხო დავალიანების გადაუხდელობა იყო. ბიზნესმენი ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში აუქციონის შედეგის ბათილად ცნობასა და `წისქვილქარხნის~ დაბრუნებას ითხოვდა, რაც მას საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა. თიბისი ბანკმა და შპს ,,აგრიკომმა” საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს. სააპელაციოში საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან შპს „აგრიკომის“ ახალ ადვოკატს ირაკლი ჟორჟოლიანს მოსამართლე გუჯაბიძემ, 11-ტომიანი საქმის მასალების გასაცნობად მხოლოდ სამდღიანი ვადა მისცა. სტატიაში ნათქვამია, რომ ვანო ჩხარტიშვილი იმ ქონებას ითხოვს, რომლელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო სასამართლოს ვერდიქტით მას არასდროს ეკუთვნოდა. ინგლისელმა მოსამართლემ პიტერ სმიტმა, რომელმაც საქმე ქართული კანონმდებლობით განიხილა, 2015 წელს დაადგინა, რომ ფოთის წისქვილკომბინატი პატარკაციშვილის ქონება იყო და მისმა ბიზნესპარტნიორმა ჩხარტიშვილმა მეგობრის გარდაცვალების შემდეგ სხვა ქონებებთან ერთად მიითვისა. სტატიას თან ახლავს ფოტომასალა - რას წარმოადგენდა წისქვილკომბინატი 2010 წელს ანუ მაშინ, როცა იგი თიბისიმ აუქციონის წესით გაასხვისა და რას წარმოადგენს ქარხანა დღეს. Mმრავალმინიონიანი ინვესტიციით, ახალი ნაგებობებით, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი წისქვილკომბინატი ,,აგრიკომმა” მომგებიან საწარმოდ აქცია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)