|
2016-11-03 18:54:23, 1601 ნახვა
სამართალი
გვარამია: იყო დეტალები, რაზეც არ ვისაუბრე, კანონი ამის საშუალებას მაძლევს
„ვისაუბრე ყველაფერზე, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, გარდა იმ გარემოებებისა, რა ვითარებაში მოხდა ჩვენი შეხვედრა. იყო დეტალები რაზეც არ ვისაუბრე, რადგან კანონი მაძლევს ამის საშუალებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შსს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, კითხვები მამუკა ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერს ეხებოდა. „იყო კითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც, სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა, ვინაიდან გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას. მისი შინაარსი არ უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის, მიუხედავად ამისა დავაკონკრეტე, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხებოდა ბატონ ახვლედიანს. საუბარი, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში არის ჩემი ჩაწერილი, არის ნამდვილად ჩემი ხმა, არის დამონტაჟებული იმგავარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ ახვლედიანს”, - განაცხადა გვარამიამ. მისივე ინფორმაციით, ახვლედიანისთვის არავითარი ქრთამის შეთავაზება საუბარი არ ყოფილა. “რატომ უნდა შემეთავაზებინა ახვლედიანისთვის ქრთამი, ის „რუსთავის 2”-ის საკითხზე გადაწყვეტილებას არ იღებდა“, - განაცხადა გვარამიამ. ამასთან, ტელეკომპანიის გენერალურმა დირეტორმა დასძინა, რომ გამოძიების იმედი არ აქვს. „შეუძლებელია ერთი ხელით ჩანაწერებს აკეთებდეს მეორე ხელით იძიებდეს. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი შიგნიდანაც იყო გამოტანილი. სუს-ის აგენტურამ ჩემ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა ადრე უკვე დაამონტაჟა და ეს ხალხი ისევ სუს-შია დასაქმებული. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ჩემივე თანამშრომელს გამოეტანა, ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა ამისი მაღალია”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)