19:28 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 14:56:40, 717 ნახვა

საზოგადოება
სამგორში 220 სხვადასხვა სახეობის ხე - მცენარე დაირგო

სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე 220 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე - მცენარე დაირგო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის  მერმა დავით ნარმანიამ ხეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად დარგო. 

მათივე ინფორმაციით, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახეთის ქუჩაზე, მე-4 მ/რ-ში 150 ძირი კვიპაროსი, 50 ძირი მთის ნეკერჩხალი და 20 ძირი აკაცია დაირგო.

ხეების სიმაღლე 3-5 მეტრია. კონტრაქტორი კომპანიები - „მწვანე სახლი“ და „მაგნოლია“, - ხე-მცენარეების მოვლა - პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.

„დღეს, სამგორის რაიონში, ოლიმპიური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს. ხეებს აქ შიდა კვარტალური რგვების ფარგლებში ვრგავთ. ღონისძიებები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე დღე გაგრძელდება და შიდა კვარტალურ ტერიტორიებსა და თარგებს სრულად გავამწვანებთ. აღნიშნული აქტივობები დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო რგვების ნაწილია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics