|
2016-11-03 12:24:17, 1410 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრომ აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროსთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) შორის ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და საქართველოში INL-ის პროგრამის დირექტორმა მაიკლ მაკმენმა მოაწერეს ხელი. სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, INL განაგრძობს პენიტენციისა და პრობაციის სისტემის რეფორმის მხარდაჭერას სასწავლო პროგრამებით, ტექნიკური დახმარებითა და სხვა სახის ღონისძიებებით. დოკუმენტით განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და აქტივობებს შორისაა მხარდაჭერა პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვაში; მსჯავრდებულთა საზოგადოებაში წარმატებული დაბრუნების ხელშეწყობა რისკის შემცირების, დასაქმებისა და პროფესიულ სასწავლო პროგრამებში ჩართვის გზით; თანამშრომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების გაფართოება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მაიკლ მაკმენთან შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროსთან. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში INL-ის პროგრამის ყოფილ დირექტორს ტრეისი ნიუველს და ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გრძელდება მუშაობა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემის გაუმჯობესებაზე, წინასასამართლო პრობაციის დანერგვაზე, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებსა და სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაზრდაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაერთხელ უმასპინძლა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციებს, ასევე, შედგა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტები აშშ-ში. გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა აშშ-ში სასწავლო კურსები გაიარეს. მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე ამერიკური მხარის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს პროგრამების ხელმძღვანელის მაიკლ მაკმენის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. როგორც მან აღნიშნა, ბიურო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში აქტიურად განაგრძობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)