|
2016-11-03 11:28:34, 1259 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: მომავალ წელს მოსწავლეების ჩანთები შემსუბუქდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი სასკოლო წიგნები უფრო მსუბუქი იქნება. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, წიგნებს, რომლებიც უფრო მოცულობითია, გაყოფენ. ამასთან, ჯეჯელავას თქმით, განათლების სამინისტრო შუა კლასებში სასწავლო პროგრამის შემსუბუქებასაც აპირებს: „ეს რეგულაციები უკვე მომზადებულია. ამჟამად იხილება გამომცემლებთან ერთად. ჯანდაცვის სამინისტრო ჩართულია ამ პროცესში და ჩვენი ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა. წიგნებს, რომლებიც უფრო მოცულობითია, ვყოფთ. გარდა ამისა, პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. ჩანთის სიმძიმე მხოლოდ წიგნების სიმძიმიდან არ გამომდინარეობს. გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. 7 და 8 გაკვეთილი თუ აქვს ბავშვს, ცხადია, მეტი წიგნი და რვეული უნდა ატაროს. ეს მეორე ცვლილება იქნება, რომ შუა კლასებში უნდა განვტვირთოთ სასწავლო პროგრამა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მესამე ცვლილება არის, რომ უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობით ალტერნატივა - ელექტრონული სახელმძღვანელო. ოჯახს თუ სურვილი აქვს, რომ ბავშვმა სახლში ვთქვათ, ქაღალდის წიგნებით იმუშაოს, მაგრამ სკოლაში ელექტრონული ასლები ჰქონდეს ამ წიგნების, ეს საშუალება უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს ოჯახის გადასაწყვეტია. მომავალ წელს უკვე შემსუბუქდება მოსწავლეების ჩანთები. იმის შემდეგ წლებში კიდევ უფრო შემსუბუქდება”,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)