09:58 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 09:45:26, 271 ნახვა

მეუფე იობი -დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა (აქიაშვილმა) ქადაგებისას მოქმედი ხელისუფლება, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, სუსის კრებსების საქმე და ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება გააკრიტიკა.

მიტროპოლიტმა ყურადღება გაამახვილა ისტორიულ პარალელებსა და დღევანდელ რეალობას შორის არსებულ აცდენაზე.

„რა თქმა უნდა, ისტორიას თუ გადავხედავთ, ვრწმუნდებით იმაში, რომ როდესაც საერო ხელისუფლება იყო მორწმუნე, ეკლესიური და შეთანხმებულად მოქმედებდა ეკლესიასთან ერთად, მაშინ წარმატება იყო. ჩვენ გვქონდა ოქროს ხანა, დავითის მიერ დაწყებული და თამარ მეფით დასრულებული.

დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს? გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირისთვის, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.

დღეს სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა, თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით. მრავლისთვის ძალიან რთული გასაგებია: ქადაგებ, რომ გაჭირვება, სიღარიბე დაითმინო, ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილი?! დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მეუფე იობმა.

“დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის და რაში გამოიხატება ეს - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს, ყველზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრევლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვებაა, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე იობმა ისაუბრა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან დაკავშირებით და თქვა, რომ დიდი იერარქი დღეს სიმართლეს ვერ იტყვის, რადგან ეკლესია სწორედ სახელმწიფოსგან ფინანსდება. მეუფე იობმა ქადაგებაში ხაზი გაუსვა დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას და მრევლს მიმართა, რომ მათ უნდა იცოდნენ თითოეული თეთრის შესახებ.

“ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი, რადგან ძირითადად, ფინანსდება ეკლესია სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითოეულმა თქვენგანმა, მრევლმა უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება, თითოეული თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ ყველაფერი გამჭვირვალე არისო, ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვიცით ბევრი რამ შიგნით რა ხდება, აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც-რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, - განაცხადა მეუფე იობმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
მეუფე იობი -ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი
მეუფე იობი -დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის
რესპუბლიკელებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ლიდერები გამოავლინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics