|
2016-11-02 16:58:12, 2315 ნახვა
მსოფლიო
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება
რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფება შეიქმნება, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმების რატიფიცირება დღეს მოახდინა. მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი მოსკოვში, 2015 წლის 21 ნოემბერს მოეწერა. "შეთანხმების" თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანაა „შეიარაღებულ თავდასხმაზე (აგრესიაზე) ადეკვატური რეაგირება, ნებისმიერი ქვეყნის მიმართ“. რატიფიცირების შემთხვევაში, გაერთიანებულ დაჯგუფებაში ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა, ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საავიაციო და საარტილერიო ჯგუფები, ასევე სპეცდანიშნულების ძალების ქვედანაყოფი შევა. როგორც მედია საშუალება წერს, დაჯგუფებას რუსული საოკუპაციო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. ამასთან, ცნობილია, რომ საფრთხის შემთხვევაში ან საომარი მოქმედებების დროს, ოკუპირებული აფხაზეთის დანაყოფი რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში იქნება. "დოკუმენტის რატიფიცირება რუსეთის ინტერესებს პასუხობს, ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უჭერს მხარს", - ნათქვამია განმარტებაში. გარდა ამისა, დღეს რუსეთის დუმამ კიდევ ერთი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც ორივე მხარე ერთამენთს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში დაეხმარებიან. რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერის ირინა იაროვაიას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებები რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. "თავდაცვა, თანამშრომლობა, პარტნიორობა არის რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების ძირითადი არსი. ჩვენ გვახსოვს აფხაზეთის მიმართ დიდი აგრესია და ძალადობა, ამიტომ დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და უსაფრთხოება ამ რეგიონში", - განაცხადა დუმის სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)