|
2016-11-01 16:42:03, 593 ნახვა
საზოგადოება
ბრისტოლში საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებს გაეცნენ
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრისტოლს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ბრისტოლის ბიზნეს წრეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და მთავრობის წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ბრისტოლისა და თბილისის ბიზნეს კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოში ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობებს ეხებოდა. მათივე ინფორმაციით, ელჩმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს პოტენციალის თაობაზე და ბოლო წლებში ქვეყნაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებზე. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოში ინვესტორებისათვის არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესახებ. თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვდა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ერთობლივი პროექტების განხორციელება და გაცვლითი პროგრამების გაფართოება. დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტმა დაინტერესება გამოთქვა სამაგისტრო პროგრამებზე ქართველი სტუდენტებისათვის შეღავათიანი პირობების შეთავაზებაზე. გარდა ამისა, განხილულ იქნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხი. თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ბრისტოლის ახლად არჩეულ მერს მარვინ რისს. მხარეებმა განიხილეს თბილისსა და ბრისტოლს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. მარვინ რისი საქართველოსთან ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების თემას. ვიზიტის დასასრულს საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ქართულ სუფრა", რომელიც ყოველწლიურად იგეგმება ორი ქალაქის მეგობრობის აღსანიშნავად.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)