|
2016-11-01 10:55:50, 1583 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით გახსნილი საწარმოები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
პირველივიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, იაპონიის, ჩინეთისა და გერმანიის საელჩოებისა და საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტური ჩატარდა, რომლის დროსაც, სტუმრებმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოები დაათვალიერეს და საწარმოო პროცესებს გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ შპს „ჯეოკეპს“, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი, პლასტმასის საცობების, პრეფორმებისა და პლასტმასის ბოთლების მწარმოებელი მაღალტექნოლოგიური საწარმოა. ვიზიტორებს მეგზურობა საწარმოს დამფუძნებლებმა გაუწიეს. საინფორმაციო ტურში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი ანა კვარაცხელია. „აღნიშნული ტურის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ჩვენს მეგობრებს სრული ინფორმაცია ჰქონოდათ სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში. რა გამოცდილება გაგვიგროვდა და როგორ წარმატებებს მიაღწიეთ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი შეფასებით, „აწარმოე საქართველოში“ ძალიან წარმატებული პროგრამაა. „იმ ორი წლის განმავლობაში, რაც პროგრამა ფუნქციონირებს, 200-ზე მეტი საწარმოა შექმნილი. სამუშაო დღეებზე რომ გადავიყვანოთ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყოველ სამ დღეში იქმნებოდა ან ფართოვდებოდა თითო საწარმო. დღეს პროგრამამ 400 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის პოტენციალი შექმნა და 10,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. სპეციალური ტურის ფარგლებში, ვიზიტორებმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სხვა საწარმოები დაათვალიერეს. მათ შორის, შპს „ისეკო“, რომელიცფოლადის მილებს აწარმოებს; შპს „დენოლა“, რომელიცპარალონსა და აქაფებულ პოლიურეტანის წარმოებაზეა კონცენტრირებული და ავეჯის კომპანია „ემბავუდს“ ამარაგებს, რომელსაც მზა პროდუქცია გააქვს აზერბაიჯანში. აგრეთვე შპს „შარავანდი“, რომლისსაქმიანობა ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოებას მოიცავს; შპს „LG Glass”, რომლისსაქმიანობის ძირითად მიმართულებას მინაპაკეტის წარმოება, მინის თერმული დამუშავება, კერამიკული დაფარვა, მოხატვა, ასევე ალუმინის და მეტალოპლასტმასის ნებისმიერი სახის ვიტრაჟების, ფანჯრების, და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი წარმოადგენს და შპს „ჯორჯიან პროდაქტსი“, რომელიც ცხოველების ავეჯს აწარმოებს. (NS)
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)