|
2016-10-31 17:36:59, 788 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯიანქსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ჩენ რივუს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციაზე ისაუბრა და ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წილი აქვს და ამდენად,ბაზრების დივერსიფიკაციას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჯიანქსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა ნოდარ კერესელიძეს ჯიანქსის პროვინციის აგრარული პოტენციალი გააცნო და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. როგორც შეხვდრის დასასრულს მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან არაერთი,მათ შორის, საგანმანათლებლო, ასევე, ჩაის კულტურის აღორძინების ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობს და შესაბამისად, ქართული მხარის მიერ ყველა საინტერესო და პერსპექტიული წამოწყება მხარდაჭერილი იქნება. (NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)