|
2016-10-30 22:55:33, 1481 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია: თუ მარნეულში არჩევნების შედეგები არ გაუქმდება, დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას მივმართავთ
თუ მარნეულის #86-ე უბანზე არჩევნების შედეგები არ გაუქმდება და თუ არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარტიის ამოცანაა მომავალში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. „ეს არის ჩვენი პოზიცია თავიდანვე და არა ის უბინძურესი კამპანია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში იყო გადატრიალება ან არეულობა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ამომრჩევლის დაშინებას და იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ ძალიან ცუდად არის ყველაფერი ქვეყანაში, მაგრამ არეულობა მაინც არ უნდა გინდოდეთ, ხალხო. ამ ბინძურ მეთოდს მიმართა ივანიშვილმა. ჩვენი ამოცანა არის მომავალში კვლავ გვქონდეს ის ვითარება, რომ იმ ტიპის ქმედებებითაც ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბებას, როგორც დღეს მოხდა და ამ ამოცანას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა ბოკერიამ. მისივე ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში ჩაუვარდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, სავარაუდოდ ბაირამოვი ზაზა ყვება, თუ როგორ ჩაყარეს 400 ბიულეტენი. „ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი უნდა აღვუდგეთ წინ. ეს 8 ოქტომბერს ვერ მოახერხდა, რადგან ძალიან დიდი იყო მასშტაბი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ამას ვიზავთ, რომ იმდენი აქტიური მოქალაქე იყოს ქვეყანაში, რომ შეუძლებელო გახდეს ამ სამარცხვინო მოქმედებებითაც არჩევნების გაყალბება. რაც შეეხება საერთო შედეგებს, ეს ვიდეო არის მძიმე განაჩენი ამ არჩევნებისთვის, რომელიც არ იყო თავისუფალი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მეუფე იობი -დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის
რესპუბლიკელებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ლიდერები გამოავლინეს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა
უკრაინულმა დრონებმა შემოდგომის დასაწყისიდან მეორედ შეუტიეს რუსეთის უდიდეს ბალტიის ზღვის პორტს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)