|
2016-10-29 23:05:24, 742 ნახვა
საზოგადოება
არჩევნების მეორე ტურისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება. გათვალისწინებულია ხმის მიცემა გადასატანი ყუთის მეშვეობითაც. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე, ასევე, გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას აძლევენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას მისცემენ მაჟორიტარული წესით ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრები და თანამშრომლები. საუბარია პირებზე, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზეა. საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურზეც საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)