|
2016-10-29 15:38:27, 785 ნახვა
საზოგადოება
იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხონის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანის, სენაკის, აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 21 დევნილ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის მოტობლოკები გადაცა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „აფხაზიინტერკონტი“ მიმდინარე წლის ივნისიდან პროექტის-„სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებვლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო დევნილებისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანს დევნილთა შემოსავლების გაზრდა, განსახლების ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენდა. პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე სეგმენტს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი დევნილები წარმოადგენენ. პროექტით გათვალისწინებული იყო ბენეფიციართა 30%-იანი თანამონაწილეობით შემდეგი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა: მიკროგრანტები სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა, სასოფლო-სამეურნეო იარაღების შესყიდვა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვა, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა. პროექტის ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა: იმერეთი-75 000 ლარი, სამეგრელო-ზემო სვანეთი-100 000 (ბენეფიციარი) საგრანტო პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ-დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებდა. (NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)