|
2016-10-29 10:40:16, 1909 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გახსნეს. გახსნის ცერმონიას აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ერთობლივი საფრთხეების შემცირების დეპარტამენტის (DTRA) დირექტორი ელიზაბეტ ჯორჯი, შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. „დღეს ჩვენ, DTRA-ს მხარდაჭერით, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ვხსნით ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრს. ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა უნიკალური პროექტია, რომლის ტექნოლოგიურ მხარდაჭერასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი ტიპის სამეთვალყურეო სისტემა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაინერგა. მისი მიზანია საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება და გაუმჯობესებული კონტროლი, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა. მართვის ცენტრის მოწყობა DTRA-ს მიერ დაფინანსებული მწვანე საზღვრის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია სასაზღვრო სექტორებისა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით აღჭურვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)