|
2016-10-27 14:07:27, 1751 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა
ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალზე, საქართველო CAREC-ის მე-11 სრულუფლებიანი წევრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალი 25-26 ოქტომბერს ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ამავე სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ. მინისტერიალზე მოხსენებით გამოსვლისას, გენადი არველაძემ CAREC-ის წევრ ქვეყნებს და აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობას წევრი ქვეყნებისათვის. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო მინისტრთა დახურულ სხდომაში, რომელზეც CAREC-ის სტრატეგიის განახლების საკითხი განიხილეს. სხდომაზე გენადი არველაძემ წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოს მხარის ინიციატივები ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. მან ყურადღება გაამახვილა წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური დერეფნების განვითარებაზე, ვაჭრობისა და საბაჟო პროცედურების გამარტივების საკითხებზე. ამასთან, გენადი არველაძემ ისაუბრა CAREC-ის წევრ ქვეყნების მიერ საგზაო უსაფრთხოების განვითარების მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე და მიესალმა მინისტერიალის ფარგლებში წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას, რომლის შემუშავებაში ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული. 2015 წლიდან საქართველო CAREC-ში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. CAREC-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წევრ ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, საბაჟოს და ენერგეტიკის სფეროების განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების გამარტივების, სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების განვითარების საკითხებს. დღეის მდგომარეობით პროგრამაში გაწევრიანებულია შემდეგი 10 ქვეყანა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. CAREC-ის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისლამური განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი. გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს მიმდინარე რეგიონალური მნიშვნელობის ტექნიკური დახმარების და საგრანტო პროექტებით და ასევე ჰქონდეს წვდომა ფინანსებზე რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონში. CAREC-ის წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს საქართველოს ჩართულობას ისეთ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და ინიციატივებში, როგორიცაა მაგალითად ,,ახალი აბრეშუმის გზა“.
(NS)
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)