|
2016-10-26 17:48:45, 1580 ნახვა
ეკონომიკა
"ფინანსურ სექტორს "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის სათანადო დაცვისკენ მოვუწოდებთ"
საქართველოში არსებობს კანონი და კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებს. საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ კარგი შეფასება აქვს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, თუ აღნიშნული კანონის დაცვა არ მოხდება, ქვეყნის ფინანსური სისტემის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. "მოგეხსენებათ, რომ დღეს მსოფლიო რეგულატორების ყურადღების ცენტრშია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხი. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. არიან სუბიექტები, რომლებმაც უნდა დაიცვან ეს კანონმდებლობა. თუ არ მოხდება ამ კანონმდელობის დაცვა შეიძლება გაიზარდოს რისკები ფინანსური სისტემისა. საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ კარგი შეფასება აქვს. ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს შესაბამისობაშია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებთან. ახლა უკვე ჩვენი საქმეა, რომ კარგად შევასრულოთ. მინდა მოვუწოდო ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ გაითავისონ თავიანთი როლი ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფულადი ნაკადების საფინანსო სისტემაში შეღწევის პროცესში და სათანადოდ დაიცვან ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს არსებობს. თუ კი ამ ინსტიტუტებს აქვთ რაიმე შეკითხვები ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ განმარტებები, რადგან ქვეყანა ასეთი მოვლენებისგან დაცული უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესრულების მონიტორინგს ვახორციელებთ", - განაცხადა გვენეტაძემ.
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)