|
2016-10-26 16:32:31, 1350 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
25-26 ოქტომბერს ქალაქ ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალი გაიმართა. აღნიშნულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და აღნიშნული სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ. უწყების ინფორმაციით, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მე-15 მინისტერიალის ფარგლებში საქართველო CAREC-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა. „2015 წლიდან საქართველო აღნიშნულ პროგრამაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. CAREC-ის პროგრამის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წევრ ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, საბაჟოს და ენერგეტიკის სფეროების განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების გამარტივების, სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების განვითარების საკითხებს ეთმობა. დღეის მდგომარეობით პროგრამაში გაწევრიანებულია შემდეგი 10 ქვეყანა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. CAREC-ის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისლამური განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი. გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს მიმდინარე რეგიონალური მნიშვნელობის ტექნიკური დახმარების და საგრანტო პროექტებით და ასევე ქონდეს წვდომა ფინანსებზე რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონში. CAREC-ის წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს საქართველოს ჩართულობას ისეთ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და ინიციატივებში, როგორიცაა მაგალითად ,,ახალი აბრეშუმის გზა“,-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მინისტერიალის ფარგლებში, ისლამაბადში საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა, სადაც ქართული მხარემ ასევე მიიღო მონაწილეობა.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)