|
2016-10-26 14:32:32, 1620 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ ა.ზაგაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ა.ზაგაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი ამირან ზაგაიძე დამნაშავედ სცნო მკვლელობის მცდელობასა და ძარცვაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში, ამირან ზაგაიძე ქ. რუსთავში მე-15 მ/რ-ში მდებარე ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში აშკარად დაეუფლა გიორგი მუჯრიშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. მას შემდეგ რაც გიორგი მუჯრიშვილმა ტელეფონის დაბრუნება მოითხოვა, ამირან ზაგაიძემ მას ჩხუბი დაუწყო, რა დროსაც შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, გიორგი მუჯრიშვილს მუცლის არეში დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, მათ შორის ერთ-ერთი სიცოცხლისთვის სახიფათო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გიორგი მუჯრიშვილის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ამირან ზაგაიძე 201გ6 წლის 12 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა. რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ამირან ზაგაიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)