|
2016-10-26 12:30:45, 2162 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ჰილარი კლინტონის გეგმები სირიაში მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, სირიის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონის გეგმებმა შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, - აღნიშნულ განცხადებას BBC ავრცელებს. ტრამპის თქმით, აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაზე იმის ნაცვლად, რომ ეცადოს, სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს გადადგომა აიძულოს. ამასთან, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, სირიის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდეს. “თქვენ აღარ ეომებით სირიას, თქვენ ებრძვით სირიას, რუსეთსა და ირანს, მეთანხმებით? რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, თუმცა ისეთი, სადაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბირთვული იარაღი მოქმედებს”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. რესპულიკელი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ჰილარი კლინტონი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას ვერ შეძლებს მის მისამართით არაერთხელ გამოთქმული მწვავე კრიტიკის გამო. “ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება “ისლამურ სახელმწიფოზე”. თუ ჩვენ ჰილარი კლინტონს დავუჯერებთ, ყველაფერი სირიის გამო მესამე მსოფლიო ომით დასრულდება”, - განაცხადა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)