|
2016-10-20 16:50:21, 1564 ნახვა
ეკონომიკა
ნუკრიანისა და ხიდისთავის ბიბლიოთეკების მოდერნიზების შემდეგ, მომხმარებლების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა
სოფლების - ნუკრიანისა და ხიდისთავის ბიბლიოთეკების მოდერნიზების შემდეგ მომხმარებლების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“. პროექტის ფარგლებში სოფლის ბიბლიოთეკებში საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია ინერგება, რაც გულისხმობს ბიბლიოთეკის ბაზაზე სახელმწიფო და კერძო სერვისების გამცემი ცენტრის მოწყობას. სააგენტოს ცნობით, პროექტის დაწყებიდან დღემდე უკვე ფუნქციონირებს 4 ჰიბრიდული ბიბლიოთეკა/საზოგადოებრივი ცენტრი: ნუკრიანში, ხიდისთავში, ვალესა და ფოკაში. „ეს ითვალისწინებს სოფლიდან გაუსვლელად, ბიბლიოთეკის შენობაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივის, შპს მექანიზატორის, ლიბერთი ბანკისა და მაგთიკომის მომსახურებების მიღებას. ამასთანავე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, საჯარო მოხმარების კომპიუტერების, თანამედროვე ლიტერატურისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახის ხელმისაწვდომობას. არსებული სტატისტიკით, პროექტში ჩართვის შემდეგ ნუკრიანისა და ხიდისთავის ბიბლიოთეკებში ყოველთვიურად მომხმარებელთა რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა. 2017 წლის აპრილამდე პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში დამატებით კიდევ 2 ბიბლიოთეკის მოდერნიზება იგეგმება: ბაკურიანისა და ფასანაურის მოსახლეობას ადგილობრივ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლება. ამავე პროექტის ფარგლებში, ჰიბრიდული ცენტრ-ბიბლიოთეკების გარდა, სააგენტო ასევე დახმარებას გაუწევს დამატებით ათ ბიბლიოთეკას. კერძოდ, ბიბლიოთეკები აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკით და გადამზადდებიან თანამშრომლები. მოსახლეობას საშუალება ექნება, მოქალაქის პორტალის - my.gov.ge-ს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლის ვებგვერდების მეშვეობით მიიღოს ონლაინ ხელმისაწვდომი მომსახურებები. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში სააგენტომ ზუგდიდის და ხულოს ბიბლიოთეკებსაც გადასცა კომპიუტერული ტექნიკა, წიგნები და თანამშრომლების გადამზადება უზრუნველყო. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში მოხდა ხულოს ბიბლიოთეკის ინტერნეტით უზრუნველყოფა“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში. პროექტი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის - Beyond Access - ფარგლებში ხორციელდება.
(NS)
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)