|
2016-10-19 09:46:26, 1592 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა „რთველი 2016“ შეაჯამა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „რთველი 2016“ შეაჯამა. კვირიკაშვილის შეფასებით, რთველი ძალიან წარმატებულად ჩატარდა. „178-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და კახეთში გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში 24-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, და 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში 2.5 მილიონზე მეტი შეადგინა, ორივე რეგიონში 2016 წელს ყურძენი ღვინის კომპანიებს 19 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირების და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც სახელმწიფომ მოახდინა სწორი სტიმულირება, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ვენახების ფართობი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხარისხს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება, ადგილწარმოშობას და სწორი მიმართულებით განვითარებას, ბრენდირებული ღვინოების მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრების მასშტაბით ექსპორტს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, ჩვენ რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და მე ძალიან მახარებს ის, რომ უპირველეს ყოვლისა თვისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან იკრებს თანდათან ძალას და ევროპის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა მიდის ექსპორტზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ვართ წარმოდგენილი და ახალ ბაზრებზე, როგორიც არის ჩინეთი, სადაც უკვე მიღწეულია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება, რაც ძალიან მახარებს და ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი. მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმატებული რთველისთვის”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)