|
2016-10-17 16:55:39, 1439 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენცია მიმდინარეობს
საჰაერო მარშრუტების მოდერნიზაცია და ევროპისა და აზიის ახლი ნაწილის საჰაერო სივრცის განვითარება -ამ თემებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერო ნავიგაცია” სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონფერენციას მასპინძლობს. (ICAO) კონფერენციას, რომელიც თბილისში 5 დღეს გასტანს, ICAO -ს ევროპულ ბიუროში შემავალი ყველა ქვეყნის დელეგატი დაესწრო, მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ასევე იკაოს 3 ოფისის (ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის) წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. მსგავსი მასშტაბის ღონისძების საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, ქვეყანაშიმეტად განვითარდეს საავიაციო ინდუსტრია. საჰაერო მოძრაობის მარშრუტების განვითარების ჯგუფის (RDGE) 25-ე საიუბილეო შეხვედრა, რომელიც თბილისი-მარიოტში ტარდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გახსნა. “ქვეყნისთვის, რომელიც თავისი პოლიტიკით ყალიბდება როგორც სატრანზიტო ჰაბი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პარტნიორი ქვეყნებისთვის მიმზიდველები საჰაერო ტრანსპორტის კუთხითაც გახდეს. საქართველოს, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლია, უმოკლესი მარშრუტების მეშვეობით ხმელეთის მსგავსად, ჰაერითაც დააკავშიროს ერთმანეთთან აზია და ევროპა“,-განაცხადა დავით ხუციშვილმა. ICAO-ს თავისუფალი საჰაერო მარშრუტების განვითარების ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა. ჯგუფის მისია საჰაერო მარშრუტების ოპტიმიზაციის კონცეფციის შემუშავება და მისი იმპლემენტაციაა. კონცეფცია გულისხმობს იმ ტიპის საჰაერო სივრცის შექმნას, რომლის გამოყენებისას ავიაკომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ფრენის მარშრუტის დადგენისას აირჩიონუმოკლესი მანძილი და შეძლონ შემოსვლის და გასვლის უმოკლეს წერტილებს შორის რეისის დაგეგმვა, ისერომ არ დაჭირდეთ საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან წინასწარი შეთანხმება, ასევე კონკრეტული საჰაერო მარშრუტის მითითება. მოკლე საჰაერო მანძილი კი თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას. საჰაერო მარშრუტების მანძილის შემცირება პირდაპირ კავშირშია ბილეთის ფასთანაც, რაც დადებითად აისახება ტურიზმზე და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაზეც. “ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ევროპის საჰაერო სივრცის მოწყობის პროცესში ICAO-ს ასეთი მნიშვნელოვანესი ჯგუფის 25-ე საიუბილეო შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა სწორედ საქართველოა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან კონსტრუქციული და სანდო როლის შესრულება ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან,”- აღნიშნა საქაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. დღეს საქაერო ნავიგაცია საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დამატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის. აღნიშნულ შეხვედრაზე შპს “საქაერო ნავიგაციას” ჯგუფისთვის შეთავაზებული აქვს 3 ახალი მარშრუტის დამატება, რომლებიც გააერთიანებს ჩვენი რეგიონის რამდენიმე ქვეყანას და რეგიონალურ ჭრილში მოიზიდავს უფრო მეტ ავიაკომპანიას. (NS)
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)