18:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 16:06:39, 704 ნახვა

პოლიტიკა
ეტლით მოსარგებლე: მიუხედავად დაპირებებისა, რომ საარჩევნო უბნები იქნებოდა ადაპტირებული, რეალობა აბსოლუტურად სხვა დამხვდა

მიუხედავად დაპირებებისა, საარჩევნო უბნები იქნებოდა ადაპტირებული, რეალობა აბსოლუტურად სხვა დამხვდა, - ამის შესახებ თომა კაკაბაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო უბანზე არც კაბინა იყო საჭიროებაზე მორგებული და არც პანდუსები.

"ფაქტობრივად ამიტანეს და შემიტანეს საარჩევნო უბანში. არც კაბინა იყო საჭიროებაზე მორგებული(მაღალი იყო) და პანდუსზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, პარლამენტის 150 დეპუტატი აირჩიოს; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

ასევე, ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 34,79% შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics