15:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 11:04:03, 600 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: ხმა მივეცი ძლიერ გუნდს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მოდის პარლამენტში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

მინისტრმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მე ბუნებრივია ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას” და მის ძალიან ძლიერ, პროფესიონალ და ძალიან გამოცდილ კანდიდატს ნინო გოგუაძეს. ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი პროფესიონალთა ძლიერ გუნდს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მოდის პარლამენტში, ხმა მივეცი ადამიანის უფლებების დაცვას და ისეთი სახელმწიფოს აშენებას, რომელშიც ადამიანის უფლებები და მისი ინტერესები იქნება პრიორიტეტი ყოველთვის. ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი სწრაფ განვითარებას და ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი სიმშვიდეს, სიწყნარეს, სტაბილურობას, მეზობლებთან ურთიერთობის დალაგებას. მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე შემოხაზონ ნებისმიერი პარტია იმ ერთი პარტიის გარდა, რომელიც ძალადობდა, სისხლს და სიკვდილს თესავდა საქართველოში და კიდევ ასეთი ძალადობით ფიქრობს რომ რაღაცას მიაღწევს. ცხადია, მათი დღეები არის წასული, სულ რაღაც 12 საათშიც გამოჩნდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეების აქტიურობა არის აუცილებელი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics