|
2016-10-07 17:21:26, 1899 ნახვა
ეკონომიკა
დეველოპერულმა კომპანიამ ,,m2 უძრავი ქონება’’ 25 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები განათავსა
დეველოპერულმა კომპანიამ ,,m2 უძრავი ქონება’’ 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ეს ქართულ კომპანიებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის ობლიგაციების განთავსებაა. დეველოპერული კომპანია მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას სარფიანად დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები m²–ის ობლიგაციებში. ხსენებული სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%-ს სთავაზობს, რაც 2015 წლის 20 მარტს გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. m2-ის ობლიგაციების განთავსება კომპანია „გალტ & თაგარტ“-მა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მეოთხე ემისია m2-სთვის წარმატებული აღმოჩნდა - ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა, რამაც ობლიგაციების უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განთავსება განაპირობა. „მოხარული ვართ განვაცხადოთ m²–ის ობლიგაციების რიგით მეოთხე, ყველაზე მსხვილი და ისტორიულად ყველაზე წარმატებული გამოშვების შესახებ. წინა სამი გამოშვების მსგავსად, m²–ის ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²–ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს „გალტ & თაგარტ“-ის პროფესიონალიზმს. ობლიგაციების ბაზარი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა და m2 მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას. თავისთავად სამწლიანი ობლიგაციების გამოშვება წლიურ 7.5%-ში პოზიტიურ ტენდენციას ამკვიდრებს ობლიგაციების ბაზარზე საქართველოში და ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ. „მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი m2-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ქართული კომპანიის მიერ ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება საქართველოში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
(R)
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)