|
2016-10-05 17:33:24, 1460 ნახვა
სამართალი
ქსენოფობიური რეკლამის გამო, ცესკო-მ „პატრიოტთა ალიანსს“ ადმინისტრაციულ სამართლდარღვევის ოქმი შეუდგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქსენოფობიური შინაარსის საარჩევნო რეკლამის გამო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს მიმართ ადმინისტრაციულ სამართლდარღვევის ოქმი შეადგინა, ამის შესახებ განცხადებას პლატფორმა "არა ფობიას" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "პატრიოტთა ალიანსმა" 2016 წლის 22 სექტემბრიდან მედიაში ქსენოფობიური შინაარსის პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამა განთავსა. მათ სააგიტაციო მასალაში და სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია აშკარა თურქოფობიული შინაარსის შემცველ ინფორმაცია, რომელშიც ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას და მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი. განცხადებაში ასევე წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ გამართულ ზეპირ მოსმენაზე ზემოხსენებული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება. "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" მიმართ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექის" 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლდარღვევის ოქმი შეადგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას გადაუგზავნა. საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციამ" 2016 წლის 22 სექტემბრიდან მედიაში ქსენოფობიური შინაარსის პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამა განთავსა. ასევე, მათ სააგიტაციო მასალაში და სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია აშკარა თურქოფობიული შინაარსის შემცველ ინფორმაცია, რომელშიც ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას და მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზემოაღნიშნული ფაქტების გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნით 2016 წლის 28 სექტემბერს მიმართეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან 3 ოქტომბერს გამოგზავნილი პასუხით გვეცნობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ იმავე დღეს გამართულ ზეპირ მოსმენაზე ზემოხსენებული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)