|
2016-10-05 15:10:33, 1369 ნახვა
ეკონომიკა
ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება
“ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, ჩვენ შევძელით და უმოკლეს დროში, 7 თვეში, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ჩინეთის მხარეს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გამოჩენილი კონსტრუქციულობისათვის მადლობა გადაუხადა. პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეთანხმება მოიცავს ვაჭრობის ყველა სფეროს და ქმნის ეფექტურ ბაზისს ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც ჩვენი რწმენით, მიმართული იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისათვის ეკონომიკური სარგებლის და კეთილდღეობის მოტანისაკენ. „ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ჩინეთში იმპორტისას ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. მათ შორის არის სოფლის მეურნეობიდან ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია როგორიცაა ღვინო, ბრენდები, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი სრულად, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფერო-სილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 51%-ით და საქართველოს მთლიან ექსპორტის 9% შეადგინა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა. ჩინეთში ღვინის ექსპორტმა მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით 3 მლნ. ბოთლს გადააჭარბა, რაც 158%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 16-ჯერ, ხოლო ლუდის ექსპორტი 17-ჯერ.
(NS)
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)